კოალიციამ „ძლიერი საქართველო“ 5 ივლისს განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„4 ოქტომბერი არის დეფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დეფაქტო არჩევნებში ბრძოლა“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. „ჩვენ შევდივართ ბრძოლაში. ჩვენ შევდივართ დიქტატურის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ წინააღმდეგობაში“.
მიუხედავად იმისა, რომ განცხადებამდე ერთი დღით ადრე „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, განაცხადა, რომ მზად არის შეიწყალოს ამჟამად პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური ლიდერები, თუ ისინი ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ძლიერმა საქართველომ“ აღნიშნა, რომ მათი დღევანდელი გადაწყვეტილება ყაველაშვილის განცხადებამდე იქნა მიღებული.
This post is also available in: English