მომიტინგე გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმის გამო ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სამედიცინო უნივერსიტეტის 21 წლის სტუდენტ გიორგი მინდაძეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით – ეს მეხუთე გამამტყუნებელი განაჩენია, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული ათობით ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე იქნა გამოტანილი.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა განაჩენი 3 ივლისს გამოიტანა. მინდაძე დეკემბრის დასაწყისში დააკავეს და 29 ნოემბერს გამართული აქციის დროს პოლიციელისთვის პიროტექნიკის სროლისთვის გაასამართლეს. ბრალდებები ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაცვის მხარემ ბრალდებები მტკიცებულებების ნაკლებობის გამო უარყო.

მინდაძის საქმეში წაყენებული ბრალდებები ეფუძნებოდა ვიდეოჩანაწერს, სადაც ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი – სავარაუდოდ მინდაძე – რომელიც აქციის დროს პიროტექნიკას ისვრის. მამაკაცს სახის ქვედა ნაწილი სამედიცინო ნიღბით აქვს დაფარული. ვიდეოში არ ჩანს გასროლის ტრაექტორია ან დანიშნულების ზუსტი ადგილი. თუმცა, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ პიროტექნიკა პოლიციის კორდონის უკან დავარდა და აფეთქდა, რის შედეგადაც ერთმა პოლიციელმა ფეხის დაზიანება მიიღო. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ აფეთქება მინდაძის მიერ გაშვებულმა პიროტექნიკამ გამოიწვია.

This post is also available in: English

Exit mobile version