„ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიამ ოპოზიციის ლიდერები ხელახლა დაიბარა

სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მათ შორის გიორგი გახარია, მამუკა ხაზარაძე და ნიკა გვარამია, ხელახლა დაიბარეს „ქართული ოცნების“ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში.

„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც, ოპოზიციის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, აპრილში კომისიას ჩვენება მისცა, კვლავ დაიბარეს მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურამ 2019 წელს, მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, საოკუპაციო ხაზთან პოლიციის საგუშაგოს განთავსების საკითხზე გამოძიება დაიწყო.

ნიკა გვარამიამ, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია კომისიის ბოიკოტირების გამო, პატიმრობაში ყოფნისას მეორე უწყება მიიღო, განაცხადა მისმა პარტიამ „ახალი“ 17 ივნისს. გვარამიასთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მას შეუძლია ონლაინ მისცეს ჩვენება.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც ასევე ბოიკოტი გამოუცხადა კომისიას, თუმცა გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, განაცხადა, რომ მანაც მიიღი განმეორებითი გამოძახება.

ხაზარაძემაც და გვარამიამაც განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენების მიცემას. გახარიას გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია.

This post is also available in: English

Exit mobile version