ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ამჟამად ეწინააღმდეგება ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მას შემდეგ, რაც წინა დღეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა მუშაობს ევროკავშირში მხარდაჭერის მოსაპოვებლად საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ან შეზღუდვის მიზნით.
„მე ვიტყოდი, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია ძალიან მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ არ გვინდა, რომ რიგითმა მოქალაქეებმა იზარალონ იმ გადაწყვეტილებების, ქმედებებისა და კანონმდებლობის გამო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო“, – განაცხადა მან.
ტუსკის განცხადებას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და მას „მუქარა“ და „შანტაჟი“ უწოდა.
This post is also available in: English