civil.ge
პარლამენტმა ახალი გენერალური აუდიტორი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა 20 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე ახალ გენერალურ აუდიტორად 5 წლის ვადით ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა. ყავლაშვილს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 1 იყო. 39 წლის ყავლაშვილმა, რომელიც ამ თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 16 სექტემბერს წარადგინა, ირაკლი მექვაბიშვილი შეცვალა. ამ უკანასკნელს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა. „აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც დამტკიცების …