civil.ge
სოხუმს რეგიონული უსაფრთხოების საკითხი აშფოთებს
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყების საზოგადოებრივმა საბჭომ 15 სექტემბერს სხდომა გამართა, სადაც გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, სხდომას რეგიონის მთავარი დიპლომატი ინალ არძინბა ხელმძღვანელობდა. სხდომის დაწყებისას ინალ არძინბამ განაცხადა, რომ მსოფლიოსა და რეგიონში რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა და რომ „არსებობს ბევრი ძალა, რომლებიც იქითკენაა მიმართული, რომ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური რესურსები დონბასიდან სხვა მხარეს …