civil.ge
ჟურნალისტი ამბობს, რომ ‘ბევრი კითხვის დასმის’ გამო მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს
Business Media Georgia-ს (“ბიზნეს მედია საქართველო”) ჟურნალისტმა, თელარა გელანტიამ განაცხადა 12 სექტემბერს, რომ იგი მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს იმ მოტივით, რომ „წესებს არღვევს, ბევრ კითხვას სვამს და სხვა კოლეგებს აწუხებს“. გელანტიამ დაწერა „ფეისბუქზე“, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან სხდომაზე დასაწრებად წინასწარ გაიარა რეგისტრაცია და უკვე მეათე წელია მთავრობის სხდომებს აშუქებს, დღევანდელ სხდომაზე ის არ შეუშვეს. …