ახალი ამბები

საქართველოს ლიდერები ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამენ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი სამძიმარი გამოუხატეს გაერთიანებულ სამეფოს და სამეფო ოჯახს 8 სექტემბერს დედოფალი ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო. დედოფალს სამეფო ტახტი 70 წლის განმავლობაში ეკავა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა Twitter-ზე, რომ დედოფალმა “იცხოვრა თავისი ხალხის, ერისა და თანამეგობრობის მიმართ ერთგულებით“.

„დემოკრატიისა და ღირსების ღირებულებების მიმართ სიმტკიცისა და ერთგულების მაგალითი, რომელმაც უნიკალური ადგილი დაიკავა ისტორიაში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. „ჩემი ფიქრები და ლოცვები სამეფო ოჯახთანაა”.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „გულწრფელად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს“.

„მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ II იყო ლიდერი, რომელიც ერს ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა, მას პატივს სცემდნენ, უყვარდათ და კარგად დაამახსოვრდებათ მომავალ თაობებს“.

სამეფო ოჯახს ასევე მიუსამძიმრა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომლის თქმითაც დედოფალი ელისაბედ II იყო განსაკუთრებული პიროვნება და ლიდერი, რომელიც ქვეყანას 70 წლის მანძილზე მართავდა. „მისი მემკვიდრეობა კიდევ ბევრ ათწლეულს განსაზღვრავს“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button