ახალი ამბები

საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელი, პაველ ჰერჩინსკი 5 სექტემბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და რწმუნებათა სიგელები გადასცა.

შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრციის პროცესზე იმსჯელეს.

მანამდე ელჩმა ჰერჩინსკიმ უფლებამოსილების შესრულების დაწყებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობა არის“.

„ამ თანამდებობაზე დანიშვნა ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა“, – აღნიშნა მან. „ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის“.

„ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა“, – დასძინა ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკიმ ელჩის თანამდებობაზე კარლ ჰარცელი შეცვალა, რომელიც ამ პოსტზე 2018 წლიდან მსახურობდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button