civil.ge
ეროვნულმა ბანკმა 32.3 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 31 აგვისტოს გამართულ სავალუტო აუქციონზე გატანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 32 305 000 აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ის ცნობით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 2.8983 ლარი იყო. 31 აგვისტოს მდგომარეობით 1 აშშ დოლარი 2.9045 ლარი ღირს, 1 სექტემბერს ის 2.9002 ლარი ეღირება. წინა, 17 აგვისტოს აუქციონზე სებ-მა 8.3 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. …