civil.ge
ძალადობით უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2 პოლიციელი დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით შსს-ს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი დააკავეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ერთ შემთხვევაში, 2022 წლის 15 იანვარს, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელზე თავდასხმისთვის დაკავებულ მოქალაქეს, რომელიც ნასვამი იყო, ამავე სამმართველოს უბნის …