civil.ge
კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის ახალი უფროსი მრჩეველი ფილიპ რიკერი იქნება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მან ელჩი ფილიპ რიკერი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ახალ უფროს მრჩევლად დანიშნა. 24 აგვისტოს გავრცელებული განცხადებით, ელჩი რიკერი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე იქნება აშშ-ის მხრიდან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში აშშ-ის დელეგაციას უხელმძღვანელებს. სახელმწიფო მდივანმა, ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამდებობაზე ელჩ რიკერის დანიშვნა „ადასტურებს იმ მნიშვნელობას, …