civil.ge
ოკუპირებული ცხინვალიდან აშშ-ის მოქალაქე გაათავისუფლეს
ოკუპირებული ცხინვალიდან აშშ-ის მოქალაქე ფრენკ იანეზი გაათავისუფლეს და ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოუშვეს. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „რესი“ ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, 1999 წელს დაბადებული იანეზი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 27 ივლისს, ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ბალაანის მიდიამოებში „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ დააკავეს. „რეს“-ის ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებებს აკისრებენ, რომლებიც „სამხრეთ ოსეთის …