civil.ge
ქვეყნის ლიდერები უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინას 24 აგვისტოს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. უკრაინას დამოუკიდებლობის დღე Twitter-ით მიულოცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და დაწერა, რომ უკრაინელმა ერმა მსოფლიოს აჩვენა „ღირსეული ბრძოლა“ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. „საქართველო და უკრაინა ახლო, მოძმე ერები არიან, რომელთაც მსგავი ბრძოლა აქვთ“, …