civil.ge
სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეებს მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 23 აგვისტოს, ყირიმის პლატფორმის სამიტზე ვიდეოფორმატში ჩაერთო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „ყირიმი უკრაინაა!“, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა - „ვამაყობ, რომ საქართველოს სახელით ვუერთდები ყირიმის პლატფორმის დეკლარაციას და ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიისადმი“. „დღეს, ჩემთვის დიდი პატივია, სამიტზე წარმოვადგენდე საქართველოს და მის …