Placeholder canvas
ახალი ამბები

უკრაინელი აბიტურიენტები საქართველოს უნივერსიტეტებში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრები უკრაინიდან ლტოლვილი აბიტურიენტები საქართველოს უნივერსიტეტებში ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხებიან.

ამავე ინფორმაციით, სურვილის შემთხვევაში, უკრაინელი აბიტურიენტები სწავლას ქართულ უნივერსიტეტებში მათთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე განაგრძობენ.

ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში უკრაინის საელჩოსა და უკრაინის განათლების სამინისტროს თანამშრომლობით, საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელმა მოსწავლეებმა, რომელთაც სწავლა უკრაინის სკოლებში დისტანციურ რეჟიმში  გააგრძელეს და მე-11 კლასი დაასრულეს, საატესტატო გამოცდები ონლაინფორმატში ჩააბარეს.

„გამოცდა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის მათემატიკის, ისტორიისა და უკრაინული ენის საკითხებს მოიცავდა. ტესტირებაში მონაწილეობა 64-მა უკრაინელმა მოსწავლემ მიიღო“, – ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებაში.

საგულისხმოა, რომ საქართველოში მცხოვრები უკრაინიდან ლტოლილი პირველიდან მეთერთმეტე კლასის სკოლის მოსწვლეებისთვის თბილისისა და ბათუმის სკოლებში უკრაინელოვანი სექტორებიც მოქმედებს, სადაც მათ მშობლიურ ენაზე, იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით სწავლის შესაძლებლობა აქვთ, რომლებითაც უკრაინაში.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში 1 500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე ირიცხება. აქედან, 900-ზე მეტი მოსწავლე უკრაინულენოვან სექტორებზე აგრძელებს სწავლას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button