Placeholder canvas
ახალი ამბები

კოვიდის ყოველკვირეული განახლება: 7-14 აგვისტო

14 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) კოვიდის სულ 1 722 387 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 692 387 გამოჯანმრთელდა, 16 883 გარდაიცვალა.

ერთკვირიან პერიოდში ტესტის დადებითობის მაჩვენებელი 16.52%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 7-14 აგვისტოს პერიოდში, ქვეყანაში (ოკუპირებული რეგიონების გარდა) 12 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 766 გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევებიდან 4 966 თბილისში გამოვლინდა, 2 039 იმერეთში, 1 175 აჭარაში, 1 094 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 796 გურიაში, 672 შიდა ქართლში, 555 ქვემო ქართლში, 509 კახეთში, 208 მცხეთა-მთიანეთში, 162 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 162 სამცხე-ჯავახეთში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button