ახალი ამბები

2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.24 მლრდ აშშ დოლარი იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2022 წლის 15 აგვისტოს გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.24 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ, წინასწარ მაჩვენებელზე კი – 7.7%-ით მეტია.

საქსტატის ცნობით, 2021 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 62% შეადგინა.

ამავე ინფორმაციით, 2021 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 603.6 მლნ აშშ დოლარი – გაერთიანებულ სამეფოზე მოდიოდა, შემდეგ მოდის ნიდერლანდები – 138.3 მლნ აშშ დოლარით და თურქეთი 100 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: საქსტატი

დანარჩენი ქვეყნების წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ასე გამოიყურება: ჩეხეთის რესპუბლიკა – 80.8 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 75.5 მლნ აშშ დოლარით; გერმანია – 36.2 მლნ აშშ დოლარით; ლუქსემბურგი – 34.9 მლნ აშშ დოლარით; სეიშელები – 29.9 მლნ აშშ დოლარით; არაბთა გაერთიანებული საამიროები – 28.3 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი ქვეყნები – 114.3 მლნ აშშ დოლარით.

2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი 465.3 მლნ აშშ დოლარ საფინანსო სექტორზე მოდიოდა. შემდეგ მოდიან: ენერგეტიკის სექტორი – 185.9 მლნ აშშ დოლარით; დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი – 133.3 მლნ აშშ დოლარით; უძრავი ქონება – 110.1 მლნ აშშ დოლარით; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება – 26.8 მლნ აშშ დოლარით; სოფლის მეურნეობა, თევზჭერა – 1.9 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი სექტორები – 318.6 მლნ აშშ დოლარით.

2020 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 616.9 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 52.9%-ით ნაკლებია. მაშინ საქსტატმა შემცირების მთავარ მიზეზად რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლა დაასახელა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button