civil.ge
ალან გაგლოევმა „თავდაცვის მინისტრი“ და მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა 
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ალან გაგლოევმა 12 აგვისტოს „თავდაცვის მინისტრი“, ვლადიმირ ფუხაევი და მისი მოადგილე, იგორ ალბოროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ გაგლოევის პრესმდივნის, ნატალია ბოსიკოვას სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გადაწყვეტილება „სამხრეთ ოსეთის მოქალაქის ცემის ინციდენტს“ უკავშირდება. საუბარია რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტზე, როდესაც სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა რამდენიმე ნიღბიანმა ზემოთხსენებული პირი ცხინვალის სამედიცინო ცენტრის …