civil.ge
საქართველო დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების წლისთავს აღნიშნავს
12 აგვისტოს საქართველო დიდგორის ბრძოლის გამარჯვებიდან 901 წლისთავს აღნიშნავს, რასაც შემდგომ ქართველების მიერ თბილისის აღება და დედაქალაქის არაბთა მრავალწლიანი მმართველობისგან გათავისუფლება მოჰყვა. ბრძოლა 1121 წელს, თბილისიდან 40 კილომეტრში, დიდგორის ველზე გაიმართა, ქართულმა ჯარმა დავით IV აღმაშენებლის სარდლობით თურქ-სელჩუკების არმიას სძლია, რომელსაც ართუკიდების დინასტიის წარმომადგენელი და ქალაქ მარდინის მმართველი, თურქი მთავარსარდალი ილღაზი მეთაურობდა. დიდგორის ბრძოლა ისტორიაში …