Placeholder canvas
ახალი ამბები

კოვიდის ყოველკვირეული განახლება: 31 ივლისი-7 აგვისტო

7 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) კოვიდის სულ 1 710 049 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 679 621 გამოჯანმრთელდა, 16 877 გარდაიცვალა.

ერთკვირიან პერიოდში ტესტის დადებითობის მაჩვენებელი 16.82%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 31 ივლისი-7აგვისტოს პერიოდში, ქვეყანაში (ოკუპირებული რეგიონების გარდა) 12 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 199 გამოჯანმრთელდა, 8 გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევებიდან 5 726 თბილისში გამოვლინდა, 1 955 იმერეთში, 1 273 აჭარაში, 1 024 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 664 გურიაში, 545 შიდა ქართლში, 530 კახეთში, 473 ქვემო ქართლში, 193 მცხეთა-მთიანეთში, 174 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 172 სამცხე-ჯავახეთში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button