civil.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებული აფხაზეთის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“ 25 ივლისს განაცხადა, რომ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები, 24 წლის ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით საქმე აღძრა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება რეგიონის „სისხლის სამართლის კოდექსის“ 274-ე მუხლით მიმდინარეობს და თაკალანძეს, რომელიც 20 ივლისს დააკავეს, 10-15-წლამდე პატიმრობა ემუქრება. „უსაფრთხოების სამსახურის“ მიერ გავრცელებულ თაკალანძის დაკავებისა და მისი პირადი ნივთების ჩხრეკის ამსახველ …