ახალი ამბები

ალან გაგლოევმა რამდენიმე თანამდებობის პირი დანიშნა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ალან გაგლოევმა რამდენიმე თანამდებობის პირი დანიშნა, მათ შორის არის ილარიონ გაგიევი, რომელმაც ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დაიკავა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას გაგლოევმა ხელი 19 ივლისს მოაწერა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 2019 წელს გაგიევს „საპარლამენტო არჩევნებში“ მონაწილეობა სურდა, თუმცა საქართველოს მოქალაქეობის ქონის გამო მისი კანდიდატურა რეგისტრაციიდან მოხსნეს. მართალია, რეგიონის „უზენაესმა სასამართლომ“ ეს გადაწყვეტილება მართლზომიერად ცნო, თუმცა მაშინ გაგიევმა განაცხადა, რომ სასამართლომ მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, ვინაიდან ის საქართველოს მოქალაქე არ იყო.

გუშინ გაგლოევმა კიდევ ერთ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლითაც „სახელმწიფო დაცვის“ უფროსი ანდრეი ზახარჩენკო თანამდებობიდან გაათავისუფლა. მისი შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნიობია.

15 ივლისს, გაგლოევმა ცხინვალის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გენო ქაჯაევი წარუდგინა. გაგლოევის თქმით, ადმინისტრაციის ახალ უფროსს „ყველა თვისება აქვს დასახული გეგმების განსახორციელებლად. მას აქვს მენეჯერული მუშაობის გამოცდილება და ამიტომ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ახალი თანამდებობის დაკავების პროცესი სწრაფად წარიმართება“.

„წინ ბევრი სამუშაო გველის, გარკვეულ საკადრო ცვლილებებსაც ექნება ადგილი, თუმცა ამის გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელია“, – აღნიშნა თავის მხრივ, ქაჯაევმა.

გარდა ამისა, „რესის“ ცნობით, ცხინვალის რეგიონის ლიდერმა გაზეთ „ხურზარინის“ მთავარი რედაქტორი იური გაბარაევი ირინა დამბეგოვათი ჩაანაცვლა. ამასთან, გაგლოევმა ტელეკომპანია „ირის“ დირექტორი გეორგი ქელეხსაევი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელიც დროებით მისმა მოადგილემ, ალან ბესტაევმა შეცვალა.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახურის, „ეხო კავკაზას“ ცნობით, კიდევ უფრო ადრე, 10 ივნისს, გაგლოევმა ოკუპირებული რეგიონის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ ალექსანდრე ტუაევი დანიშნა.

ასევე 10 ივნისს, გაგლოევმა მისი ადინისტრაციის უფროსად ალან ჯიოევის ოციციალურად დანიშნა. იგი ამ მოვალეობას გაგლოევის მიერ პოსტის დაკავებიდან ასრულებდა.

ამასთან ოკუპირებული ცხინვალის ლიდერმა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა ახალ „მინისტრებად“ 36 წლის ოლეგ გაგლოევი და 51 წლის ვალერი გაზაევი დანიშნა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button