civil.ge
საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტის განხილვას პოლიტიკოსები ეხმიანებიან
ევროპარლამენტმა 13 ივლისს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტარ სვენ მიკსერის მიერ წარდგენილი ყოველწლიური ანგარიშის პროექტი განიხილა. მიკსერმა საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდა. ევროპარლამენტარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი მოუწოდებს ხელისუფლებას რეფორმების განსახორციელებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები შეასრულოს, რათა „ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის ამბიციური ევროპული მისწრაფებების განხორციელების …