civil.ge
ალან გაგლოევმა ცხინვალის რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმი შეაჩერა 
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვთან შემდგომ კონსულტაციებამდე რუსეთთან მიერთების თაობაზე 17 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის შეჩერებაზე განკარგულება გამოსცა. შეჩერების ერთ-ერთ მიზეზად გაგლოევმა განკარგულებაში ოკუპირებული რეგიონის წინა ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის მიერ რეფერენდუმზე დაყენებული საკითხის სამართლებრივი შედეგების გაურკვევლობა დაასახელა. განკარგულებაში ნათქვამია, რომ „მიუღებელია რეფერენდუმის ცალმხრივი გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს …