civil.ge
სუსი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რევოლუციისკენ მოწოდებები დანაშაულია
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ბოლო დროს, მოქალაქეების მხრიდან სოციალურ ქსელებსა და მედიაში „რევოლუციისა“ და „ხელისუფლების დამხობისკენ“ გაჟღერებული მოწოდებები სისხლის სამართლის დანაშაულია და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სუსი კონკრეტული მაგალითების მითითების გარეშე განმარტავს, რომ უწყება ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის თავიდან ასაცილებლად კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას გამოყენებს. „კიდევ ერთხელ …