ახალი ამბები

სუსი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რევოლუციისკენ მოწოდებები დანაშაულია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ბოლო დროს, მოქალაქეების მხრიდან სოციალურ ქსელებსა და მედიაში „რევოლუციისა“ და „ხელისუფლების დამხობისკენ“ გაჟღერებული მოწოდებები სისხლის სამართლის დანაშაულია და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სუსი კონკრეტული მაგალითების მითითების გარეშე განმარტავს, რომ უწყება ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის თავიდან ასაცილებლად კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას გამოყენებს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძალებს თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან და დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოებში“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მანამდე, 29 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებამდე ერთი დღით ადრე, სუს-ში განაცხადეს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ჩართულობით, „ხელისუფლების დამხობის მიზნით“ შესაძლო „შეთქმულების“ საქმეზე დაიწყო გამოძიება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button