civil.ge
საქართველომ 2021-2024 წლების კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ მთავრობამ 2021-2024 წლების კიბერუსაფრთხოების რიგით მესამე ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტი ოთხ პრიორიტეტულს მიზანს განსაზღვრავს: ინფორმაციული საზოგადოებისა და ორგანიზაციების კიბერკულტურის განვითარება და შესაძლებლობების გაძლიერება; კიბერუსაფრთხოების მმართველობითი სისტემის მდგრადობა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის გაძლიერება; კიბერშესაძლებლობების განვითარება ძლიერი ადამიანური რესურსითა და სათანადო ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებებით; და კიბერუსაფრთხოების …