საფრანგეთი: გულგრილობის არჩევნები

რა მოხდა?

გუშინ, რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობით ფრანგებმა თავი არ შეიწუხეს, მისულებმა კი სტატუს-კვოს დაუჭირეს მხარი.

კერძოდ?

წაგებულები

მერე, რას ნიშნავს ეს?

ალბათ, არც არაფერს? საკმაოდ სერიოზული ხალხი ამბობს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობის დაბალი დონის გამო, შორსმიმავალი პოლიტიკური დასკვნების გაკეთება საერთოდ შეუძლებელია.

…თუმცა საინტერსოა, რეგიონებში ფეხმომაგრებული პარტიები და ადგილზე ცნობილი პიროვნებები წარმატებული აღმოჩნდნენ. ე.წ. “ტრადიციულმა” პარტიებმა კავშირების დიდი ქსელით, რესპუბლიკელებმა და სოციალისტებმა, საერთო-ეროვნულ დონეზე სერიოზული კოლაფსის მიუხედავად, რეგიონებში გავლენა შეინარჩუნეს.

და ყურადღებაა მისაქცევი, რომ მაკრონის “რესპუბლიკა მარშზე!” ამდენი ხანი პარტიად ვერ ჩამოყალიბდა. ადგილებზე მისი გავლენა და ქსელი სუსტია. პარტია უფრო პირადად პრეზიდენტის პიარმანქანის ფუნქციას ასრულებს, ვიდრე რეალური პოლიტიკური ძალისა. ეს სერიოზული პრობლემაა მაკრონისათვის: მომავალი საპრეზიდენტო მანდატი რომც დაიბევოს, პარლამენტში გავლენის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, რაც მას ამბიციური პოლიტიკის წარმართვის საშუალებას შეუზღუდავს.

Exit mobile version