civil.ge
ევროპარლამენტარი საქართველოს წევრობაზე განაცხადთან დაკავშირებით ამბიციების შემცირებისკენ მოუწოდებს 
მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეამციროს ამბიციები და „მართოს მოლოდინები“, რადგანაც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენისას „კის“ ვერ მიიღებთ, აღნიშნა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა 27 მაისს გამართულ საპანელო დისკუსიაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: რა იქნება შემდეგ?”. მარინა კალიურანდმა, რომელიც ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ წევრობაზე განაცხადის შეტანის ნაცვლად, რაც ევროკავშირის შიგნით პოლიტიკურ კონსენსუსს მოითხოვს და …