civil.ge
უკრაინის თავდაცვის მინისტრი თბილისს სტუმრობს 
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი 25-27 მაისს თბილისს სტუმრობს. იგი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ კოლეგას, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა. 25 მაისს გამართულ შეხვედრაზე, პრემიერმა ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ტარანმა აღნიშნეს, რომ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა. მათივე თქმით, ნატოში ინტეგრაცია …