civil.ge
ვენეციის კომისია და ოდირი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე 
ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტია მოქალაქეების მიერ საარჩევნო კოდექსში მარტში წარდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა ერთობლივი სასწრაფო დასკვნა გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც მიუხედავად ზოგიერთი დადებითი ცვლილებისა, „ბევრი ფუნდამენტური საკითხი“ მოუგვარებელი რჩება. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად უნდა გადაიხედოს, რომელიც დამატებით დებულებებსა და რეფორმებს ითვალისწინებს. საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფმა ცვლილებების პროექტი …