ახალი ამბები

პარლამენტში უმცირესობების საბჭოს დიასპორის კომიტეტქვეშ შექმნას პროტესტი მოჰყვა

აქტივისტებმა ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებიდან 18 მარტს პარლამენტის შენობის უკან მცირემასშტაბიანი აქცია გამართეს, რომელზედაც „ეროვნული უმცირესობების საკითხზე მომუშავე“ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე შექმნა გააპროტესტეს.

აქციის ორგანიზატორი იყო პლატფორმა სალამი, რომელიც 15 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 17 მარტს გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანაავტორიცააა. მათი თქმით, ამ ნაბიჯით ჩანს, რომ პარლამენტი საქართველოში ისტორიულად მცხოვრებ ჯგუფებს დიასპორად განიხილავს.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება „აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირების წარმოდგენას და ინკლუზიური, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესს არსებითად აზიანებს და უკან ხევს“.

აქციის მონაწილეები, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა გააუქმოს გადაწყვეტილება და საკონსულტაციო საბჭო დიასპორის კომიტეტის მაგივრად ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ბაზაზე ჩამოაყალიბოს. ორგანიზაციების თქმით, სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ამოცანაა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ამ მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება და განხორციელებაზე მონიტორინგი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button