civil.ge
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა
საქართველოს პარლამენტმა 16 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე, 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. უმრავლესობის დეპუტატებმა გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პროტესტის ფონზე დაუჭირეს. მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის წინააღმდეგ მისცეს ხმა პარტია მოქალაქეების დეპუტატებმა, ევროპელმა სოციალისტებმა კი - კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. …