civil.ge
ცხინვალი ოძისისა და ქარზმანის გამშვები პუნქტების გადაკვეთისთვის ნებართვების გაცემას განაგრძობს 
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „უშიშროების სამსახურმა“ 8 თებერვალს განაცხადა, რომ ის ორი გამშვები პუნქტის - ოძისისა და ქარზმანის გადაკვეთისთვის ნებართვების გაცემას განაგრძობს. ამავე ინფორმაციით, ვინაიდან სეზონური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ახლოვდება, იმ პირებმა, რომელთაც „საზღვრის“ გადაკვეთა სურთ, „შესაბამისი ნებართვის“ მისაღებად დოკუმენტები წინასწარ უნდა წარმოადგინონ. ინფორმაციის დასაზუსტებლად „სამოქალაქო საქართველო“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში განაცხადეს, რომ ამ მომენტისთვის …