civil.ge
„ოცნება“ მე-5 რაუნდამდე „რადიკალურ“ ოპოზიციას აკრიტიკებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდამდე ერთი დღით ადრე, 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე „რადიკალური ოპოზიცია“ მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა და ქართული ოცნების სამომავალო გეგმებზე ისაუბრა. კობახიძის განცხადებით, „ცალკეული რადიკალური ოპოზიციური პარტიები, მეგობარი ელჩების ფასდაუდებელი ძალისხმევის მიუხედავად, ყველა ღონეს ხმარობენ მოლაპარაკებების ჩასაშლელად და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შესაქმნელად“. მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობის ერთ-ერთ მაგალითად, …