2 დეკემბერი, 1920 წელი: მთავრობის შემადგენლობა განახლდა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 4 დეკემბერი, N276

ცვლილებები მთავრობაში

მთავრობის თავმჯდომარემ ბატონმა ნოე ჟორდანიამ 2 დეკემბრის სხდომაზე მოახსენა დამფუძნებელ კრებას მთავრობის წევრთა შორის მომხდარ ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმად: სამხედრო მინისტრად ინიშნება ბ-ნი პარმენ ჭიჭინაძე*, სახალხო განათლების მინისტრად და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ ინიშნება გრიგოლ ლორთქიფანიძე**, მიწად-მოქმედების მინისტრათ დაინიშნა დავით ონიაშვილი***.

[*ჭიჭინაძემ პოსტზე შეცვალა გრიგოლ ლორთქიფანიძე, მანამდე, 1918 წლიდან, ჭიჭინაძე შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოადგილე იყო; **ლორთქიფანიძემ პოსტზე შეცვალა ნოე რამიშვილი, რომელიც შს მინისტრის პოსტზე დარჩა; ***ონიაშვილი იყო დამფუძნებელი კრების წევრი, თფილისის სამაზრო ერობის ხმოსანთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელმაც პოსტზე შეცვალა ნოე ხომერიკი. ხომერიკმა დამფუძნებელ კრებაში განაგრძო მუშაობა და 1921 წლის იანვრიდან, აკაკი ჩხენკელის დასავლეთ ევროპაში რესპუბლიკის ელჩად დანიშვნის შემდეგ კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს. -რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]. 1920 წლის 3 დეკემბრიდან მთავრობის შემადგენლობა ამგვარად გამოიყურებოდა:

მთავრობის შემადგენლობაში შედიოდნენ და პირდაპირ მთავრობის თავმჯდომარეს ექვემდებარებოდნენ გზათა და ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები. მინისტრთან გათანაბრებული უფლებამოსილება გააჩნდა, მაგრამ  მთავრობის წევრად არ ითვლებოდა  (ესწრებოდა მთავრობის სხდომებს) სახელმწიფო კონტროლის ხელმძღვანელს პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილს. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

Exit mobile version