civil.ge
გამშვები პუნქტის ჩაკეტვას კიდევ ერთი ახალგორელი პაციენტი ემსხვერპლა 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 15 ნოემბერს განაცხადა, რომ ახალგორის მკვიდრი ონისე გათენაშვილი, რომელიც ერთი დღით ადრე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ე.წ. ერგნეთის გადასასვლელის გავლით, სამკურნალოდ დანარჩენ საქართველოში გადმოიყვანეს, კლინიკაში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, ცხინვალის ხელისუფლების მიერ 2019 წლის სექტემბრიდან გამშვები პუნქტების ჩაკეტვამ უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოკუპირებული რეგიონის …