Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყარაბაღის შეთანხმებას ეხმიანება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 10 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ყარაბაღის შეთანხმებას ეხმიანება და ამბობს, რომ „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს“.

„საქართველო მხარს უჭერს დიალოგს ორ მხარეს შორის“, – აცხადებს საგარეო უწყება და დასძენს რომ თბილისი მზად არის „საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სამშვიდობო პროცესის განხორციელებას“ ხელი შეუწყოს.

„დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევა და მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება შედეგს გამოიღებს გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს მთლიანად რეგიონისთვის“, – ვკითხულობთ საგარეო უწყების განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button