skip to content
დაუჯგუფებელი

Hacking the Fake News – ჰაკათონი ყალბი ამბების წინააღმდეგ!

22-23 ოქტომბერს დეველოპერები, გრაფიკული დიზანიერები, მედიაწიგნიერებითა და ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები მთელი მსოფლიოდან გაერთიანდებიან, რათა ორი დღის განმავლობაში ინოვაციური გზებით დეზინფორმაციასა და ყალბ ამბებს ებრძოლონ. 

Hacking the Fake News მედიის განვითარების ფონდის (MDF) გლობალური ჰაკათონია, რომლის მიზანია ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების გენერირება, რომელიც ხელს შეუწყობს მავნე ინფორმაციული ოპერაციებისა და ყალბი კონტენტის გამოვლენას. 

ღონისძიების ფარგლებში, 2-6 ადამიანისგან შექმნილი გუნდები მენტორებთან ერთად იმუშავებენ ინოვაციური ტექნოლოგიური ინსტრუმენტების შექმნაზე (მაგ. თამაშები, აპლიკაციები, ჩატბოტი და ა.შ.), რაც დეზინფორმაციისა და სხვა მავნე ინფორმაციული ოპერაციების გამოვლენასა და ანალიზს ისახავს მიზნად. თითოეული გამარჯვებული გუნდი მიიღებს 3000$ პრიზს პროტოტიპის შექმნისთვის. 

ჰაკათონი ინგლისურენოვანია და მასში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება 16 ოქტომბრამდე: https://bit.ly/2SeYhIx 

ჰაკათონი ორგანიზებულია მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, კრეატიულ კომპანია ფორსეტთან ერთად, Bellingcat-თან და Facebook Journalism Project-თან პარტნიორობით, Zinc Network-ის ფინანსური მხარდაჭერით. ჰაკათონის მედია პარტნიორიები არიან Civil.ge და On.ge.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარიამ ახალკაცს (MDF) ელ. ფოსტაზე mariama@mdfgeorgia.ge ან თეონა თომაშვილს (ForSet) – teona@forset.ge

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button