civil.ge
არასამთავრობო: ქვეყნის დატოვების შეზღუდვათა გამკაცრება ანტიკონსტიტუციურია
საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, 4 სექტემბრის განცხადებაში პარლამენტის მიერ ევროკავშირისკენ/შენგენისკენ მიმავალი მოქალაქეებისათვის ქვეყნის დატოვების წესების გამკაცრება გააკრიტიკა და ახალ შეზღუდვებს „არაკონსტიტუციური“ და „საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო“ უწოდა. საქართველოს პარლამენტმა ორი დღის წინ დაამტკიცა ცვლილებები, რომელთა მიხედვით მოქალაქეს შესაძლოა საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვას, თუ ის არ წარადგენს რიგ დოკუმენტებს, რომელთა წარდგენაც აქამდე მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში …