civil.ge
სენატორ რიშის საპასუხოდ ზურაბიშვილი ამბობს, რომ რურუას არ შეიწყალებს
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა 30 ივლისს განაცხადა, რომ იგი „ძალზედ შეშფოთებულია“ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას მიმართ „ცრუ ბრალდებებზე“ გამოტანილი განაჩენით. რიშმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ „სასამართლო სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის არასდროს უნდა იყოს გამოყენებული“. „არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის პოლარიზების შემცირებისთვის, როგორც ეს ადრე გიგი უგულავასა და ირაკლი …