civil.ge
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კოვიდ-19-ის მიმდინარეობის შესახებ მესამე ანგარიში გამოაქვეყნა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) 27 ივლისს საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ მესამე ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და განხორციელებული ღონისძიებების მესამე შემაჯამებელ ანალიზს მოიცავს და მასში 11 ივლისის მდგომარეობით არსებული მონაცემებია წარმოდგენელი. სქესობრივი, ასაკობრივი და ტერიტორიული განაწილების მახასიათებლები კვლევის ფარგლებში, გაანალიზებულია კოვიდ-19-ით ინფიცირებული, PCR ტესტირებით დადასტურებული …