civil.ge
ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ემხრობა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტმა“, ანატოლი ბიბილოვმა საინფორმაციო სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ იგი ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რუსეთის პოლიტიკური პარტიის - „სიმართლისთვის“ შემოთავაზებას მხარს უჭერს. „ჩვენ, ოსები, რუსეთის პატრიოტებიც ვართ, ვინაიდან ის ყოველთვის ჩვენ ისტორიულ სამშობლოდ მიგვაჩნდა“,- განაცხადა ბიბილოვმა 14 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში და დასძინა: „მე ორივე ხელით ვემხრობი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, როგორც პრეზიდენტი …