civil.ge
საქართველომ გაეროში ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიში წარადგინა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ 13 ივლისს მდგრადი განვითარების შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმზე (HLPF), 2030 წლისთვის დასახული მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელების თაობაზე საქართველოს ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ამსახველი ანგარიში წარადგინა. ანგარიში საქართველოში სამ პრიორიტეტულ მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას. ესენია: ეკონომიკური ზრდა; ადამიანური კაპიტალის განვითარება და სოციალური კეთილდღეობა და დემოკრატიული მმართველობა. დოკუმენტი …