ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრომ 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 14 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამავე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა  ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ  94 მლნ ლარი შეადგინა.

სებ-ის განმარტებით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.100%, საშუალო შეწონილი 8.295%, ხოლო მაქსიმალური 8.350% იყო.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button