civil.ge
FSB-ს ყოფილი უფროსის თქმით, შამილ ბასაევი აფხაზეთში რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) ყოფილმა უფროსმა, სერგეი სტეპაშინმა „რედაქციას“ YouTube-ის არხის ჟურნალისტს, ალექსეი პივოვაროვს 2 ივლისს განუცხადა,, რომ ჩეჩენი მეთაური შამილ ბასაევი, რომელიც 1992-1993 წლებში აფხაზეთში ქართული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა, შავი ზღვის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობდა. „ბასაევი პროფესიონალი ტერორისტია და ჯერ კიდევ საბჭოთა დროს იტაცებდა თვითმფრინავს. მას ჰყავდა ე.წ. ბატალიონი „აფხაზეთი“, …