civil.ge
პარლამენტმა მთავრობას საგანგებოს გარეშე შეზღუდვათა დაწესების უფლება წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა
საქართველოს პარლამენტმა 14 ივლისს გამართულ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, 79 ხმით 1-ის წინააღმდეგ, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა. მთავრობისათვის საპარლამენტო კონტროლის გარეშე საგანგებოს მსგავსი შეზღუდვების უფლების გახანგრძლივებას - რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდსაც ფარავს - წინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დებატები უძღოდა. სხდომას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები არ ესწრებოდნენ, …