civil.ge
საგარეო უწყება საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებას გმობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „კატეგორიულად გმობს“ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს. 11 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში საგარეო უწყება ცხინვალის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარს „მორიგ სახიფათო პროვოკაციად“ აფასებს, რომელიც „მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტაბილიზაციას“. უსაფრთხოების სამსახური: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა …