civil.ge
უსაფრთხოების სამსახური: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს და დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 11 ივლისის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი უკანონოდ დააკავეს. „უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. „ზემოაღნიშნული მძიმე …